ქართული ლიტერატურა პირობითად იყოფა სამ პერიოდად, პირველი პერიოდი იწყება “შუშანიკის წამებიდან” და გრძელდება 14 საუკუნე, ამის შემდეგ არის დატვირთული 19 საუკუნე და შემდეგ უკვე 20 საუკუნიდან დღევანდელობამდე ეს არის მესამე პერიოდი.
ეპიტაფია — ეს არის საფლავის ქვაზე ამოკვეთილი წარწერა რომელიც ძალიან კარგად ასახავს როგორ იცხოვრა ადამიანმა,მაგალითისთვის ქალაქ ალიკანტეში არის საფლავის ქვა რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა “აქ განისვენებს კალდერონ რუტი, ეს დაგვიტოვა სულ ყველას დარდად კარგს აკეთებდა ძალიან ცუდად ცუდს აკეთებდა ძალიან კარგად”, ეპიტაფია რომელიც შუა მთის მონასტერშია გაკეთებული ესე ჟღერს “მწუხრმა განუსვენოს ტირილითა,ხოლო ცისკარმა სიხარულითა” რას ნიშნავს ეს ორი ეპიტაფია და რას ასახავს ისინი, ეს ორი ეპიტაფია ასახავს თუ როგორ იცხოვრეს ამ ადამიანებმა, კალდერონ რუტის რა მოგახსენოთ მაგრამ ის ადამიანი ვიზეც არის ნათქვამი რომ მწუხარებაც ბევრი უნახვს თავის სიცოცხლეში და სიკეთეც ეს არის ალექსანდრე ჭავჭავაძე, ის პეტერბურგში დაიბადა, იმპერატორ ეკატერნინე II ნათლულია,არის გარსევან ჭავჭავაძის და მაია ავალიშვილის შვილი.
ალექსანდრე რუსეთშივე იწყებს განათლების მიღებას და შემდეგ გადმოსახლდება თბილისში და დაიწყებას თბილისის საზოგადოებაში ადაპტირებას, ალექსანდრეს ძალიან უცნაური ცხოვრება ჰქონდა იგი იყო იმპერიის ერთგული ჯარისკაცი რომელმაც გენერლობამდე მიაღწია, ასევე იყო თბილი და ტკბილი პოეტი ასევე საოცარი მუსკათმცოდნე თვითონაც ძალიან კარგი შემსრულებელი,წინანდლის სალონების დამფუძნებელი სადაც ლიტერატურაზე მიდიოდა საუბრები.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ საკუთარი ცხოვრება რუსეთის იმპერიის ქვეშემდგომობაში გაატარა,იგი იყო რუსეთის იმპერიის ერთგული მონაწილეობდა იმპერიის წინაღმდეგ აჯანყებებში,ამავე დროს იგი იყო ქართველი პატრიოტი,მისი ცხოვრება მეტად რთული და გაორებული იყო,აქეთ პატრიოტიზმი ამავე დროს რუსეთის არმიის ერთგული ჯარისკაცი.
ალექსანდრე მრავალმხრივი ცხოვრებით ცხოვრობდა ხან სომხეთის ოლქის უფროსი იყო ხან წინანდლის ბაღის,იმ პერიოდში როდესაც ალექსანდრე ცხოვრობდა მნიშნველოვანი ძვრები ხდება ლიტერატურაში, ევროპაში ამ პერიოდში შემოიჭრა კლასიციზმის საპირისპირო მიმდინარეობა რომანტიზმი,ამ ორ მიმართულებას ის განასხვავებს რომ კლასიციზმი ხელოვნებაში არის მიმართულება რომელიც გონებრივ საწყისებზე არის აღმოცენებული,ხოლო რომანტიზმი გრძნობას აყენებს წინა ფლანგზე.
18 საუკუნის ბოლოს დაიბადა ასეთი ადამიანი არტურ შოპეხაუერი რომელიც ორი წლით იყო უნცროსი ალექსანდრაზე, და მისი იდეები და თეზისები გახდა საფუძველი რომანტიზმის გაჩენის, საქართველოშიც შემოიჭრა რომანტიზმი მაგრამ არა შოპენხაუერის საშვალებით,თუ ჩვენ გრძნობას პირველ ფლანგზე დავაყენებთ და ლექსს შევიგრძნობთ და არა გავიგებთ, გამოდის რომ გული არის მთავარი განსაზღვრელი და საფუძველი მთავარი სათქმელის გამოხატულებისა, და არა შოპენხაუერი არამედ ვეფხისტყაოსანი და შოთა შეიძლება იყოს საფუძველი რაზეც ქართული რომანტიზმი დაეყრდნოს.
ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზიის მთავარი მიმართულება არის ტკბობა წარსულით, საოცარი ტკბობა იმითა რომ ის დიდება რომელიც საქართველოში არსებობთა რომელიც უნდა ყოფილიყო მშობელი აწმყოსი და მომავლისა დაკარგული იყო,სწორედ ამ გულის ტკივილს გადმოცემდა თავის პოეზიაში,ალექსანდრეს აზრით ადამიანი სულ ჭირში არის თითქოს.
არის ალექსანდრეს საოცარი ლექსი რომელსაც გოგჩა უწოდა ,გოგჩა ეს არის სევანის ტბა რომელიც სომხეთში მდებარეობს,სწორედ გოგჩის ტბის ხილვისას გაუჩნდება ის პესიმიზმი რომელსაც სწორედ ლექსში გადმოგვცემს,ძალიან ჰგავს გოგჩა ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებას ზოგჯერ ძალიან აღშფოთებული ამღვრეული ზოგჯერ წყნარი და მშვიდი,ალექსანდრე ფიქრობს რომ გოგჩა დიდებული ტბა მაგრამ მის გარშემო იგი მხოლოდ ხედავდა უბედურებას იმიტომ რომ ყველაფერი დანგრეულია არაფერი ჩანს დაკარგულია ის დიდება რომელიც ამ ტბის გარშემო იყო გაშლილი,ძალიან მძიმედ აღიქვამდა ალექსანდრე იმას რომ ხედავდა აქ გაშლილი დანგრეული ქალაქების წარსულ დიდებას,ალექსანდრეს აზრით არ არსებობს აწმყო თუ არ არსებობს წარსული.